საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დიდიე დეშამის აზრით, “ბაიერნის” ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი წლეულს “ოქროს ბურთს” იმსახურებს.
შეკითხვაზე, როგორ აფასებს რიბერის შანსებს, დეშამმა უპასუხა: “მან ეს ბრწყინვალე თამაშით დაიმსახურა”.
ამ კომენტარამდე ერთი დღით ადრე პარიზში, საფრანგეთისა და ფინეთის მატჩში (3:0) ფრანკ რიბერიმ გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.