საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაც დიდიე დეშამს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია აბსოლუტურ ნდობას უცხადებს. ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ განუცხადა L’Equipe-ს.
“ჩვენს თანამშრომლობაში ულტიმატუმებს ადგილი არ აქვთ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ითამაშებს ჩვენი გუნდი მსოფლოს 2014 წლის ჩემპიონატზე. დეშამი ჩვენთან 2016 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.
პრემიები? ნაკრების ფეხბურთელები იმ თანხის 30%-ს მიიღებენ, რასაც ფიფა გადმოგვცემს”, - განაცხადა ლე გრემ.