ფეხბურთი

11:17 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი გაოგნებულია

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში უკრაინაში 0:2 მარცხის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კიევში მოსაგებად იყო ჩასული, მაგრამ უმძიმესი დარტყმა მიიღო.

“თამაშამდეც ვამბობდი, რომ უკრაინის ნაკრები უხერხული მეტოქე იყო. ვულოცავ გამარჯვებას, რომელიც პირველ ყოვლისა, აგრესიული თამაშის ხარჯზე შეძლო. უკრაინელმა ფეხბურთელებმა ჩვენს ლიდერებს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. თავად კი ორჯერ გაიტანეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ფრე არ ყოფილა ჩვენი მიზანი. მოგებას ვგეგმავდით, მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე არასასურველი შედეგი მივიღეთ. ისღა დაგვრჩენია, ძალები მოვიკრიბოთ და საპასუხო შეხვედრას მაქსიმალურად მობილიზებულები შევხვდეთ” – განაცხადა დეშამმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთისა და უკრაინის საპასუხო მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება.

 

0.117929