“მილანის”, “ჩელსისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ მცველ მარსელ დესაის მალაიზიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნას სთავაზობენ. ამის შესახებ თავად ფრანგმა განუცხადა L’Equipe-ს.
“მალაიზიის ნაკრების გასაწვრთნელად მზად ვარ. ამ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი სჭირდება. დიდი ხანია, მალაიზიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ”, - განაცხადა დესაიმ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა უკანახაზელმა კარიერა 2006 წელს დაასრულა.