ფეხბურთი

0:33 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დერბებში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა

პრემიერლიგის მე-6 ტური მერსესაიდული დერბით გაიხსნა. “ლივერპული” შინ საძულველ “ევერტონს” მასპინძლობდა და ორმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტას მოგებით გეგმავდა. მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში მარტინ ატკინსონს მათთვის პენალტის დადება მართებდა, მაგრამ მსაჯმა სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო. ანგარიში მაინც სტანდარტიდან გაიხსნა, 65-ე წუთზე სტივენ ჯერარდმა შესანიშნავი ჯარიმა შეაგდო. “ლივერპულს” მატჩი წყნარად მიჰყავდა თავის სასარგებლოდ, მაგრამ ფილ იაგიელკამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში საოცარი გოლი გაუტანა მინოლეს და მასპინძელთა გეგმებს ცივი წყალი გადაასხა – 1:1.

ფრედ დასრულდა ლონდონური დერბიც, რომელშიც სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ – 56-ე წუთზე ფლამინი უხეშად შეცდა, რაც ჩადლიმ არ აპატია და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, “მეთოფეებმა” ზეწოლა გააძლიერეს და ერთ მომენტში ლორისმა სასწაული ბურთი აუღო მერტესაკერს. მოსახდენი მაინც მოხდა და 74-ე წუთზე ჩემბერლენდმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

დიდებულ თამაშს განაგრძობს ლონდონის “ჩელსი”, რომელმაც უშანსოდ გაანადგურა “ასტონ ვილა”. ანგარიში მე-7 წუთზე ოსკარმა გახსნა და პირველ ტაიმში ლონდონელებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, ხოლო მეორე ნახევარში ჯერ დიეგო კოშტამ გაიტანა თავისი მე-8 გოლი პრემიერლიგაში, მატჩის საბოლოო წერტილი კი, 79-ე წუთზე ვილიანმა დასვა - 3:0.

“ჰალ სიტი” პირველ ტაიმში გაუძალიანდა “მანჩესტერ სიტის”, მაგრამ მეორე ნახევარში გატყდა და სამი ქულა გაატანა პელეგრინის გუნდს. დუბლით გამოირჩა სერხიო აგუერო, ხოლო თითო გოლი ფრენკ ლამპარდმა და ედინ ჯეკომ შეაგდეს.

ძალიან გაუჭირდა, მაგრამ 3 ქულის მოპოვება მაინც მოახერხა “მანჩესტერ იუნაიტედმა”. შეხვედრა ისე დაიწყო, რომ რთული წარმოსადგენი იყო მასპინძლებს რაიმე პრობლემა შექმნოდათ, ისინი რუნისა და ვან პერსის გოლებით 22-ე წუთზე 2:0 იგებდნენ, მაგრამ 37-ე წუთზე ჯერ სახომ გაქვითა ერთი ბურთი, ხოლო 59-ე წუთზე უეინ რუნიმ წითელი ბარათი მიიღო და აქედან “იუნაიტედის” გვარიანი ნერვიულობა დაიწყო. მატჩის ბოლოს ნოლანმა გოლის გატანაც მოახერხა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა არარსებული თამაშგარე დააფიქსირა და ვან გაალის გუნდმა 3 ქულა აიღო.

ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო “საუთჰემპტონმა”. რონალდ კუმანის გუნდმა შინ ქპრ დაამარცხა. მიჯრით მეორედ იმარჯვა “კრისტალ პალასმა”, რომლის მსხვერპლიც “ლესტერი” გამოდგა, ხოლო “სანდერლენდი” და “სუონსი” უგოლოდ გაეყარდნენ ერთმანეთს. 



ლივერპული – ევერტონი 1:1 (0:0)


ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, ლოვრენი, შკრტელი, მანკილიო, მორენო, ჯერარდი, ჰენდერსონი, მარკოვიჩი (კოუტინიო 60), სტერლინგი, ლალანა, ბალოტელი (ლამბერტი 88).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი, სტოუნზი, იაგიელკა, ჰიბერტი (ბრაუნინგი 73), ბეინსი, ბერი, მაკკარტი, ბეშიჩი (ეტო’ო 80), მირალაში (მაკგიდი 31), ნეისმიტი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 ჯერარდი (65), 1:1 იაგიელკა (92).
გაფრთხილებები: ჯერარდი, მორენო – ბერი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 24(8)-11(5), ჯარიმა: 8-9, კუთხური: 8-2, თამაშგარე:  2-2, სეივი: 4-7


ჩელსი – ასტონ ვილა 3:0 (1:0)

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ფაბრეგასი, მატიჩი, ვილიანი, ოსკარი (მიკელი 77), აზარი (შურლე 68), კოშტა (რემი 81).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ასტონ ვილა (4-3-3): ჰოვარდი, სენდეროსი, ბეიკერი, სისოკო, ჰატონი, ვესტვუდი, დელფი, კლევერლი, რიჩარდსონი (ბენტი 69), ვაიმანი (ნ’ზოგბია 69), აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლები: 1:0 ოსკარი (7), 2:0 კოშტა (59), 3:0 ვილიანი (79).
გაფრთხილებები: კეჰილი, ფაბრეგასი – კლევერლი, სენდეროსი
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა:17(8)-7(1), ჯარიმა: 11-9, კუთხური: 9-2, თამაშგარე:  5-0, სეივი: 1-5


 

კრისტალ პალასი – ლესტერი 2:0 (0:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი, დელანი, დანი, კელი, იარდი, ლედლი, იედინაკი, მაკარტური, ბოლასი (გედიურა 91), კემპბელი (შამახი 73), პანჩონი.
მწვრთნელი: ნილ უორნოკი

ლესტერი (4-3-3): შმეიხელი, მური, მორგანი, კონჩესკი, დე ლაეტი (სიმპსონი 64), ჰემონდი (ჯეიმსი 71), კამბიასო (მაჰრეზი 64), დრინკვოთერი, ვარდი, ნუჯენტი, ულოა.
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

გოლები: 1:0 კემპბელი (51), 2:0 იედინაკი (54).
გაფრთხილებები: სიმპსონი, ვარდი
მსაჯი: კეიტ სტრუზი
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 16(6)-7(1), ჯარიმა: 14-9, კუთხური: 6-6, თამაშგარე:  1-0, სეივი: 1-4


ჰალი – მანჩესტერ სიტი 2:4 (2:2)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (4-4-2): მაკგრეგორი, დევისი, დოუსონი, როსენიორი, რობერტსონი (ბრედი 83), დიამე, ჰადლსტოუნი, ლივერმორი (ბენ არფა 73), ელმოჰამედი, ერნანდესი (რამირესი 74), იელავიჩი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

მანჩესტერ სიტი (4-4-2): კაბალიერო, მანგალა, კომპანი, კლიში, ზაბალეტა, ფერნანდინიო (ნავასი 66), ტურე, სილვა (დემიჩელისი 78), მილნერი, ჯეკო, აგუერო (ლამპარდი 72).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები:
0:1 აგუერო (7), 0:2 ჯეკო (11), 1:2 მანგალა (21 ს.კ.), 2:2 ერნანდესი (32 პენ.), 2:3 ჯეკო (68), 2:4 ლამპარდი (87).
გაფრთხილებები: მანგალა, კლიში
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 9(5)-18(5), ჯარიმა: 10-6, კუთხური: 3-8, თამაშგარე:  0-0, სეივი: 1-3


მანჩესტერი – ვესტ ჰემი 2:1 (2:1)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერი (4-3-1-2): დე ხეა, მაკნაირი, როხო, რაფაელი, შოუ, ერერა (ა.ვალენსია 74), ბლინდი, დი მარია (ტორპი 94), რუნი, ვან პერსი, ფალკაო (ფლეტჩერი 65).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, რიდი, ტომკინსი, კრესველი, დემელი (ჯენკინსონი 65), პოიეტი (ნოლანი 75), სონგი, ამალფიტანო (კ.კოული 61), დაუნინგი, სახო, ე.ვალენსია.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 რუნი (5), 2:0 ვან პერსი (22), 2:1 სახო (37).
გაფრთხილებები: ერერა – სონგი, ადრიანი, სახო
გაძევება: რუნი (59).
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 8(3)-13(4), ჯარიმა: 10-12, კუთხური: 7-10, თამაშგარე:  2-4, სეივი: 3-1    


საუთჰემპტონი – ქპრ 2:1 (2:1)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ალდერვეირელდი, ფონტე, კლაინი, ბერტრანი, ვანიამა (კორკი 69), დევისი, შნეიდერლენი, ტადიჩი (ტარგეტი 91), მანე (ლონგი 68), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ქპრ (4-4-1-1): გრინი, კოლკერი, ფერდინანდი, ისლა, ტრაორე, სანდრო (ჰენრი 11), ფერი, ფილიპსი (ჰოილეტი 58), ვარგასი (ზამორა 77), კრანჩარი, აუსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

გოლები: 1:0 ბერტრანი (54), 1:1 აუსტინი (66), 2:1 პელე (68).
გაფრთხილებები: კლაინი, მანე – ჰენრი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 19(9)-10(2), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 6-3, თამაშგარე:  4-1, სეივი: 1-7


სანდერლენდი – სუონსი 0:0

სანდერლენდი, “სთეიუმ ოფ ლაითი”

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, ვერჯინი, ოში, ვან აანჰოლტი, ჯონსი, კატერმოლი, როდუელი (გომესი 58), ჯონსონი (რიკი ალვარესი 66), ლარსონი, ბაკლი, ვიკჰემი (ს.ფლეტჩერი 78).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, რანხელი, ტეილორი, კი, შელვი, სიგურდსონი (რიჩარდსი 82), დაიერი (მონტერო 66), რუტლიჯი, გომისი (ბონი 73).
მწვრთნელი: გარი მონკი

გაფრთხილებები: კატერმოლი, ჯონსი – უილიამსი, რანხელი
გაძევება: რანხელი (81).
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 18(5)-7(1), ჯარიმა: 13-15, კუთხური: 10-1, თამაშგარე:  2-2, სეივი: 1-5


არსენალი – ტოტენჰემი 1:1 (0:0)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-1-4-1): შესნი, კოშელნი, მერტესაკერი, გიბსი, ჩემბერსი, არტეტა (ფლამინი 28), რემსი (კასორლა 45+1), უილშირი (სანჩესი 63), ჩემბერლენი, ოზილი, უელბეკი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ქაბული, როუზი (დაიერი 83), ნოუტონი, ნოუტონი, კაპუე, ჩადლი (ბენტალები 80), ერიკსენი (ლენონი 62), ლამელა, ადებაიორი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 ჩადლი (56), 1:1 ჩემბერლენი (74).
გაფრთხილებები: ჩემბერლენი, უილშირი, ჩემბერსი – ლამელა, ჩადლი, ლენონი, ადებაიორი, მეისონი, როუზი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 16(6)-6(4), ჯარიმა: 7-16, კუთხური: 15-5, თამაშგარე:  3-2, სეივი: 3-5

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) – 8, ლეონარდო ულოა (“ლესტერი”) – 5.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.154336