ფეხბურთი

21:53 | 15.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივოს” მარჩენა 6 კვირით გამოაკლდა

ესპანური “დეპორტივოს” ცენტრალური მცველი კარლოს მარჩენა გუნდს ცუდ დროს გამოაკლდა. პრიმერას დასრულებამდე 7 ტურით ადრე, უმაღლესში დარჩენისთვის მებრძოლი ლა კორუნიელების უკანახაზელმა 6-კვირიანი ტრავმა მიიღო.

მარჩენამ ტრავმა ლა ლიგის გასულ ტურში, “ლევანტესთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. 33 წლის მცველი მე-2 ტაიმის დასაწყისში შეცვალეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ბარძაყის არეში მიღებული დაზიანების გამო, ის ფეხბურთის თამაშს უახლოესი 6 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარჩენა მოედანზე დაბრუნებას პრიმერას ბოლო ტურამდე ვერ მოახერხებს.

0.119628