ფეხბურთი

14:37 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივოს” ისააკ კუენკა სურს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში აღზევებულ ლა კორუნიის “დეპორტივოს” შეტევის ხაზის გაძლიერება სურს. ესპანური მედიის ცნობით, შესაძლოა, ლა კორუნიაში კატალონიის “ბარსელონას” შემტევი ისააკ კუენკა გადაბარგდეს.

ტრავმებისა და კონკურენციის გამო, ახალგაზრდა ესპანელმა “კამპ ნოუზე” თავი ვერაფრით დაიმკვიდრა და დიდი შანსია, კლუბი მიმდინარე სატრანსფერო სეზონში შეიცვალოს. “დეპორტივოს” სამწვრთნელო შტაბს მიაჩნია, რომ კუენკა გუნდის სათამაშო სქემას იდეალურად მოერგება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, კუენკა იჯარის წესით ამსტერდამის “აიაქსში” თამაშობდა.

 

0.113092