ფეხბურთი

20:13 | 29.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივომ” კრედიტორებს სასამართლო დავა მოუგო

ლა კორუნიის “დეპორტივომ” თავის ორ კრედიტორთან, გალისიურ ბანკებთან, Novagalicia-სთან და Banco Gallego-სთან გამართული სასამართლო დავა მოიგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანურ საფეხბურთო კლუბს, კრედიტორებისთვის, 9 მილიონი ევროს გადახდა, ამ ეტაპზე, არ მოუწევს.

“დეპორტივომ” 9 მილიონი ევრო ტელეკომპანია Mედიაპრო-სგან გუნდის თამაშების ტრანსლირების უფლების სანაცვლოდ მიიღო. გალისიურ ბანკებს, რომლების ვალიც “დეპორტივოს” აქვს, თავიანთი წილის ამ თანხიდან მიღება სურდათ, მაგრამ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

“დეპორტივოს” გამართლებასთან ერთად, სასამართლომ ლა კორუნიელებს კონკრეტული პირობები წაუყენა: თანხა უნდა მოხმარდეს კლუბისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ფეხბურთელების ხელფასი და გუნდის სხვა ქალაქებში ტრანსპორტირება.

მიუხედავად სასამართლოში დავის მოგებისა, “დეპორტივოს” საქმეები მაინც ცუდად მიდის. ლა კორუნიელებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და ისინი ლიკვიდაციის პირას არიან.

თეგებიდეპორტივო
0.114166