თამაშგარე

11:16 | 8.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

დემიჩელისის ცოლით მოხიბლულნი...

არგენტინელი მცველის, მარტინ დემიჩელისის ცოლი ევანხელინა ანდერსონი ის ქალია, რომელსაც საკუთარი სხეულის სიკაშკაშით არაერთი მამაკაცის თვალთა დაბინდვა შეუძლია. ევანხელინას სექსუალურობა განსაკუთრებით იმ ადამიანებს უჩქროლებს სისხლს, რომელთაც ეს ქალი მთლიანად, ან ნახევრად გაშიშვლებულ მდგომარეობაში უნახავთ.
ფორმისა და ლამაზი სხეულის შესანარჩუნებლად, ევანხელინა ანდერსონი სხვა უამრავი ქალის მსგავსად, კვირაში რამდენჯერმე საცურაო აუზზე დადის და ცდილობს, წლებმა მასზე რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული გავლენა მოახდინოს. დემიჩელისის ცოლს ეს ყველაფერი კარგად გამოსდის. აი, მის მხილველ მამაკაცებზე კი, რა გითხრათ...
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დემიჩელისი გერმანიის საუკეთესო კლუბში, მიუნხენის ”ბაიერნში” თამაშობდა, მარტინის მეუღლე თურმე ხშირად აკითხავდა მიუნხენის ოლიმპიური კომპლექსის აუზს. აუზის ერთ-ერთი თანამშრომელი, 28 წლის ლორანი იხსენებს, რომ როდესაც მშვენიერი ევანხელინა ტანსაცმელს იხდიდა, მის ნახვას არაფერი სჯობდაო. ისე, მთავარი გახდაა თუ ჩაცმა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია...
 

0.150572