ლონდონის “ჩელსის” ფორვარდი დემბა ბა ტრავმირებულია. Goal.com-ის ცნობით, სენეგალელმა “სანდერლენდთან” ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (2:1) ტერფი დაიზიანა და ლაზარეთში “გადაინაცვლა”.
“ბას ტერფი სტკივა. უახლოეს პერიოდში, ექიმები მის მდგომარეობას დეტალურად გამოიკვლევენ. ძალიან უხეში თამაში იყო და ეს ცალკე გამოძიებას იმსახურებს”, - ნამატჩევს განაცხადა ლონდონელთა თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა.
ცნობისათვის, ბამ ტრავმა კრეიგ გარდნერთან შეჯახებისას მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს. აფრიკელის ნაცვლად, თამაშში ყაზანის “რუბინთან” მატჩში დუბლის ავტორი ფერნანდო ტორესი ჩაერთო.