გენუის “სამპდორიას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, დელიო როსის ულტიმატუმი წაუყენა.
Sky Italia-ს ცნობით, თუ გენუელები მომავალ ტურში სტუმრად “ფიორენტინას” არ დაამარცხებენ, მაშინ, როსის თანამდებობას დაატოვებინებენ. 11 ტურის შემდეგ, “სამპდორიას” 9 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-17 ადგილზეა.
Sky Italia იუწყება, რომ კლუბის მესვეურებს გუნდის თავკაცის პოსტზე სამი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰუავთ: “კიევოს”ექსმწვრთნელი ეუჯენიო კორინი, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი დევის მანჯა და ზდენეკ ზემანი, რომელიც თავის დროზე “რომას” ხელმძღვანელობდა.