ფეხბურთი

20:16 | 17.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელიო როსი: “მათუსალემს რომ ტოტი ან დელ პიერო დაემტვრია...”

 

იტალიური “სამპდორიას” მთავარი მწვრთნელი დელიო როსი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ გენუურ დერბიში მისი ფეხბურთელის, ნენად კრსტიჩიჩის დამტვრევას სათანადო გამოხმაურება არ მოჰყვა.

“წარმოგიდგენიათ, როგორი ხმაური ატყდებოდა პრესაში, მათუსალემს ტოტი ან დელ პიერო რომ დაემტვრია? რაღაც მორალი ხომ არსებობს. თუ თქვენ, ჟურნალისტებს, მსგავსი ეპიზოდების კარგად გაშუქება გიყვართ, მაშინ გამონაკლისების დაშვება არ უნდა შეიძლებოდეს.” – ციტირებს დელიო როსის სიტყვებს Goal-ი.

ცოტა ხნის წინათ გამართული დერბის დაწყებიდან თხუთმეტიოდე წუთის გასვლის შემდეგ, “ჯენოას” ნახევარმცველმა, მათუსალემმა კრსტიჩიჩის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის გამოც, სერბი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა. ამ ეპიზოდში, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო, მოგვიანებით კი, მან თავისი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა, ხოლო თამაში 1:1 დასრულდა.

0.119213