ავსტრალიის ღიია პირველობას მეხუთე ნომრად განტესილი ხუან მარტინ დელ პოტრო გამოეთიშა. 25 წლის არგენტინელმა მეორე წრეში თანატოლ ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან 4:6, 6:3, 5:7, 6:4, 7:5 წააგო. მატჩის მსვლელობისას “დელპომ” 28 ეისი შეასრულა, თუმცა კორტი მაინც დამარცხებულმა დატოვა.
დელ პოტროსა და ბაუტისტა-აგუტის პირველი ურთიერთდაპირისპირება 3 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა. ბაუტისტა-აგუტის ანგარიშზე 5 ბრეიკი და 12 ეისია. რეიტინგსიის 62-ე ნომერი რობერტო ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში გასასვლელად ფრანგ ბენუა პერს შეხვდება.