მას შემდეგ, რაც ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო სათამაშოდ სიდნეის საფეხბურთო კლუბში გადავიდა, ეს ფაქტი ბევრმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალექსის ოჯახის სიმყარის გამოცდად შეაფასა. ჟურნალისტების აზრით, ახლა უნდა გამოჩენილიყო, რამდენად უყვარს ალესანდრო მის ცოლს.
ალესანდრო დელ პიეროს მეუღლე სონია ამორუზო შარშან ამ დროს ძალიან იყო ქმარზე განაწყენებული. განაწყენების მიზეზი, რასაკვირველია, ეჭვიანობა იყო. ერთ-ერთ იტალიურ “ყვითელ“ გაზეთში დაიწერა, რომ ალესანდრო ცოლს მავან მაღაზიის გამყიდველ გოგონასთან ღალატობდა. თუმცა, ეს ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურებულა.
ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტ ეჭვებსა და ჭორებს ბოლო უნდა მოეღოს, რადგან ალესანდროსთან ერთად სიდნეიში მისი ცოლი სონია და სამი
შვილი - ტობიასი დოროთეა და საშაც ცხოვრობენ. მშობლიური კერიდან მოწყვეტა ალბათ არც ბავშვებს მოსწონთ დიდად, მაგრამ სადაც “პინტურიკიო”, იქაც მისი ოჯახი!