ფეხბურთი

16:39 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო ტევესს აქებს

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ თავისი “მემკვიდრე” – კარლოს ტევესი შეაქო. მოგეხსენებათ, ლეგენდარული იტალიელის კუთვნილი 10-ნომრიანი მაისური არგენტინელმა ფორვარდმა გადაიბარა.

“უკანასკნელ პერიოდში, “იუვენტუსის” თამაშებს ხშირად ვუყურებ. 6 მოგება და ერთი ფრე საკმაოდ კარგი შედეგია. კარლოს ტევესი “ათიანის” ფუნქციებს ბრწყინვალედ ასრულებს. მისი თამაში ჩემს სიტყვებს ამტკიცებს: 10-ნომრიანი მაისური “იუვენტუსში” არ უნდა გაუქმდეს. ამ ნომრით თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნება უნდა იყოს. ჩემი აზრით, ტევესმა ბრწყინვალედ დაიწყო”, - განუცხადა დელ პიერომ Sky Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ ტევესი “იუვენტუსს” ზაფხულში შეუერთდა.

 

0.1148