ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” ფორვარდ ხესეს წლევანდელ მუნდიალზე თამაშის შანსი აქვს. 20 წლის ხესეს მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლი (ყველა ტურნირზე ერთად აღებული) აქვს გატანილი.
“ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მინდორზე გამოდის და გამორჩეულად თამაშობს, ნაკრების კანდიდატია. ხესე ერთ-ერთი იმათგანია, რომლებსაც შეუძლიათ, წლეულს სანაკრებო დებიუტი ჰქონდეთ” – თქვა დელ ბოსკემ.