ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საკუთარ მოედანზე ბელარუსის ნაკრების მინიმალურად (2:1) დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მისი შეგირდების თამაშმა არ მოხიბლა.
“ჩვენი გუნდის თამაშში სიმწვავე არ იგრძნობოდა, მაგრამ მთავარი სამი ქულაა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატთან მიგვაახლოვა. განვლილ თამაშში აქცენტი ფლანგებზე მწვავედ მოქმედებაზე გავაკეთეთ. პირველი გოლის შემდეგ, გუნდმა თამაში უფრო ფრთხილად დაიწყო და ჩემი აზრით, ამან გვავნო. ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური არ მოგვიპოვებია, რადგან ბოლო მატჩი გველის” – იუწყება ესპანური პრესა დელ ბოსკეს სიტყვებს.
ესპანეთის ნაკრები შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩს 15 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე, საქართველოს ნაკრებთან გამართავს.