“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დევიდ მოიესის დათხოვნის შემდეგ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელ ვისენტე დელ ბოსკეს უხმო, მაგრამ მისგან უარი მიიღო. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა AS-ი იუწყება.
როგორც ირკვევა, “წითელი ეშმაკები” “ფურია როხას” მწვრთნელს 2-წლიან კონტრაქტსა და სეზონში 10 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ დელ ბოსკემ სამსახურის შეცვლა არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკეს ესპანერთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება.