ფეხბურთი

15:54 | 15.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკემ კასილასს და ტორესს არ უხმო

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 22 მარტს შინ ფინეთის, ხოლო 26 მარტს, სტუმრად საფრანგეთის ნაკრებებთან ჩასატარებელი მატჩებისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დელ ბოსკემ არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე გააკეთა:

მეკარეები: ვიქტორ ვალდესი (“ბარსელონა”), პეპე რეინა (“ლივერპული”, ინგლისი), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”).

მცველები: ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი, სერხიო რამოსი (ყველა “რეალი”), სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”, ინგლისი), ხერარდ პიკე, ხორდი ალბა (ორივე “ბარსელონა”), ნაჩო მონრეალი (“არსენალი”, ინგლისი).

ნახევარმცველები: ჩაბი ალონსო (“რეალი”), ჩავი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი, სერხიო ბუსკეტსი (ყველა “ბარსელონა”), სანტი კასორლა (“არსენალი”, ინგლისი), ხავი გარსია (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ისკო (“მალაგა”).

თავდამსხმელები: დავიდ ვილია, პედრო როდრიგესი (ორივე “ბარსელონა”), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ხუან მატა (“ჩელსი”, ინგლისი), ალვარო ნეგრედო, ხესუს ნავასი (ორივე “სევილია”).

ბოლო წლებში, პირველად მოხდა, რომ ეროვნულ ნაკრებში არ მიუწვევიათ მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილიასი, რომელიც ჩატარებული მატჩების რაოდენობით “ფურია როხას” რეკორდსმენია და გუნდის კაპიტანია. მის გარდა, დელ ბოსკეს არ მიუწვევია კარლეს პუიოლი (“ბარსელონა”) და ფერნანდო ტორესი (“ჩელსი”, ინგლისი).

0.118338