ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე გაესპანელებული ბრაზილიელის დიეგო კოსტას სანაკრებო დებიუტით კმაყოფილია. სპეციალისტმა მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდს თავის გამოჩენის შანსი იტალიის წინააღმდეგ მატჩში მიცა, რომელიც ესპანელებმა 1:0 მოიგეს.
“კოსტა გუნდს საკმაოდ კარგად მოერგო და იმედია ადაპტირების პროცესიც ასევე წარმატებულად ჩაივლის. ძალიან მონდომებული და მობილიზებულია, რამაც გამახარა” – აღნიშნა დელ ბოსკემ.