ფეხბურთი

14:45 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: “სირთულეები ნაკლებად ცნობილ მეტოქეებთან შეგვექმნა”

ვისენტე დელ ბოსკემ ესანეთის ეროვნული გუნდის მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე მოხვედრას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

“სირთულეები ნაკლებად ცნობილ მეტოქეებთან შეგვექმნა. მაგალითად, დღევანდელი მეტოქის დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. ფინელებთან გამარჯვებაც ძალიან რთული იყო. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საფრანგეთის ძლიერ გუნდთან ვპაექრობდით და სწორედ, პარიზში მინიმალური ანგარიშით მოგების შემდეგ, ჯგუფიდან გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადავდგით. ახლა ეს ამოცანა გადავჭერით, რაც გვახარებს.

უკვე არაერთი წელია ამა თუ იმ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვხვდებით, მაგრამ ახლანდელი გასვლა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება ნეგრედოს, ის თავის შესაძლებლობაზე სუსტად თამაშობს. მას თავისი პოტენციალის რეალიზება სჭირდება” – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს უეფას ოფიცილაური ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეათედ მოხვდა. “ფურია როხას” მსოფლიო პირველობის შესარჩევ ციკლში უკვე 52 მატჩია არ წაუგია.

 

0.11431