ფეხბურთი

15:11 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე შეგირდებით ძალიან კმაყოფილია

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს აზრით, ეკვადორთან მოგებულ (2:0) ამხანაგურ მატჩში, მისმა გუნდმა აუცილებელი სათამაშო დონე აჩვენა.

“ჩვენ შევხდით გუნდს, რომლის დამარცხებაც, მხოლოდ მაღალი დონის თამაშით შეიძლება. კარგად ვითამაშეთ და ჩემი ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მთავარია, რომ გუნდში კონკურენცია შევინარჩუნოთ. გუნდში გამოცდილი ფეხბურთელებიც გვყავს და ახალგაზრდებიც, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძვიან. წინ დამაჯერებლად მივიწევთ. ეკვადორმა გვაიძულა მოედანზე კარგად გვემუშავა. მეტოქე “მეორე სართულზე” ძალიან ძლიერად თამაშობდა, მაგრამ საბედნიეროდ, გავუმკლავდით”,- იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.

ესპანელების თავკაცი თავდამსხმელ ალვარო ნეგრედოს თამაშმა დააკმაყოფილა:

“ნეგრედოსგან ბევს ველი. მომწონს, როგორ მოქმედებს მეტოქის საჯარიმოში”.

 

0.126939