ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ვისენტე დელ ბოსკეს განცხადებით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებთან მისი შეგირდები მხოლოდ მოსაგებად ითამაშებენ.
“საქართველოს წინააღმდეგ მატჩი? რა თქმა უნდა, მხოლოდ მოგებაზე ვითამაშებთ. სხვა შედეგზე საუბარიც არ შეიძლება. შესაძლოა, ბელარუსთან მატჩთან შედარებით შემადგენლობაში ცვლილებები იყოს”.
ესპანელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ მის განკარგულებაში მყოფი სამი მეკარიდან - კასილიასი, ვალდესი და რეინა, შეუძლია ნებისმიერს უპრობლემოდ დაეყრდნოს:
“ამჟამად, მეკარის პოზიციაზე ჩვენ სამი ფანტასტიკური შემსრულებელი გვყავს და ამიტომ, რომელიმე მათგანზე არჩევანის შეჩერება არ მეშინია. არჩევა პრობლემა არაა. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს და ყველაზე ოპტიმალური უნდა შევარჩიოთ”.