ფეხბურთი

20:08 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე ოპტიმისტურადაა განწყობილი

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს ოპტიმისტურად ხვდება. ეს განცხადება მან სალვადორთან მოგებული შეხვედრის (2:0) შემდეგ გააკეთა.

“სალვადორთან გამართულ მატჩში მხოლოდ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე არ გვყოფნიდა, შეხვედრის მიმდინარეობას კი სრულად ვაკონტროლებდით.

ხუანფრანისა და კოსტას მზადყოფნა? ხუანფრანმა 90 წუთი ითამაშა და მას ყველაფერი რიგზე აქვს. კოსტამ მოედანზე 73 წუთი დაჰყო და მას მეტიც შეეძლო, მაგრამ გადავწყვიტეთ მას მოვფრთხილებოდით.

გუნდი თავს კარგად გრძნობს. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.” – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს Marca.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები მუნდიალის პირველ თამაშს 13 ივნისს, ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

0.13073