ესპანეთის ეროვნული საფეხბურთი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, თანამდებობას დატოვებს.
“დრო როდესაც დადგება, გადავწყვეტ. სრულიად შესაძლებელია, რომ ნაკრებიდან წავიდე. თუმცა ამჟამად, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, შესარჩევი ტურნირია. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა მოვხვდეთ და ამისთვის, რამდენიმე მატჩის ჩატარება დაგვრჩა”, – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს Football Espana.
დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებს სათავეში 2008 წელს ჩაუდგა და 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო 20102-ში – ევროპის პირველობა.