ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდი მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ფინეთის ნაკრებთან მატჩში, ახალ პირად რეკორდს დაამყარებს.
ესპანური პრესის ცნობით, ნაკრების თავკაცის რანგში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, დელ ბოსკე “ფურია როხას” ექსთავკაცს ლადისლაო კუბალას აჯობებს.
დელ ბოსკეს სტატისტიკა შთამბეჭდავია და პრეცედენტი არ აქვს. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 68 მატჩი ჩაატარა – 57 მოიგო (84%), 5 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. საშინაო შეხვედრებში ესპანელებმა დელ ბოსკეს თავკაცობით 17 შეხვედრა მოიგეს და ფრედ მხოლოდ ერთი დაასრულეს. ამასთანავე, მეტოქეების კარი 54-ჯერ აიღეს და მხოლოდ 5 გოლი გაუშვეს.