სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:11 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე ფრანგებს უფრთხის

ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ვისენტე დელ ბოსკეს აზრით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 26 მარტს, მის გუნდს სტუმრად საფრანგეთის ნაკრებთან მეტად რთული მატჩი ელის.

“დიდიე დეშამს შემადგენლობაში ჩვენზე ნაკლები ფეხბურთელები არ ჰყავს, რაც ესპანეთსა და საფრანგეთს შორის ჩატარებული პირველი მატჩის მეორე ტაიმშიც დამტკიცდა. ვიტყვი, რომ გარკვეულ ეტაპზე ისინი ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ. მაშინ, ბევრი შეცდომა დავუშვით და თამაშს ვერ ვაკონტროლებდით. ფრე ლოგიკური შედეგი იყო. თუმცა, როდესაც 1:0-ს ვიგებდით, ანგარიშში დაწინაურების შესაძლებლობა გვქონდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ფაბრეგასმა პენალტი ვერ გაიტანა.

ჩვენ ფეხბურთელებში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებსაც ძალიან ვაფასებთ. ბუნებრივია, საფრანგეთთან მატჩს ვუფრთხი. არ ვიცი, თამაში როგორ წავა. ჩვენი მიზანია, რომ ინიციატივას დავეუფლოთ, ბურთს ვფლობდეთ და ფრანგებს მოედანზე დომინირების საშუალება არ მივცეთ” – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს ესპანური პრესა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114872