ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს აზრით, მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი დიეგო კოსტა ქვეყნის პირველი გუნდის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
“დიეგო კოსტას თვალს ძალიან ყურადღებით ვადევნებთ. ამჟამად ის იმ დონეზე თამაშობს, რაც ესპანეთის ნაკრების მოთხოვნებს შეესაბამება. ვნახოთ, მომავალში “ატლეტიკოს” რიგებში ასპარეზობას როგორ გააგრძელებს”, – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.
24 წლის დიეგო კოსტა წარმოშობით ბრაზილიელია, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და იმედოვნებს, რომ “ფურია როხას” შემადგელობაში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.