ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ "ბაიერნის" და "რეალის" დაპირისპირებას საგამოფენო მატჩი უწოდა და აღნიშნა, რომ კარლო ანჩელოტიმ ფეხბურთი გაამდიდრა.
"ამ მატჩს ფეხბურთის გამოფენას ვუწოდებ, რადგან "რეალმა" საოცრად ითამაშა. "ბაიერნმა" ვერაფერი მოახერხა, სამაგიეროდ ანჩელოტიმ შეძლო გერმანული კლუბის ყველა ასპექტში დამარცხება. იტალიელი სპეციალისტისთვის ასეთი დაკვირვება კარგია და მან ამ მხრივ ფეხბურთი გაამდიდრა. ანჩელოტიმ “რეალში” მისვლის პირველი დღიდან, გუნდის სათამაშო ხარისხი ნელ-ნელა გაზარდა და შედეგიც სახეზე გვაქვს." - ციტირებს ესპანური Marca დელ ბოსკეს სიტყვებს.
ესპანეთის ნაკრების დამრიგებელმა პეპ გვარდიოლას შესახებაც ისაუბრა:
"მისთვის ყველაზე ცუდი დღე იყო. მე აღტაცებული ვარ მისი საფეხბურთო ფილოსოფიით და სამწვრთნელო კარიერით. გვარდიოლა ძლიერი პიროვნებაა და მჯერა, რომ მომავალში "ბაიერნთან" ერთად წარმატებას აუცილებლად მიაღწევს."
გიორგი ბალახაძე