ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე გუნდში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგაც დარჩება. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ხორხე პერესი ადასტურებს.
“დელ ბოსკე ახალ კონტრაქტს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გააფორმებს. ოფიციალური განცხადების გაკეთება არ გვეჩქარება. ამას მუნდიალის წინ გავაკეთებთ.
დელ ბოსკესთან საუბარი უკვე გვქონდა. ყველაფერი რიგზეა. ზუსტარ არ ვიცით, როდის მოხდება კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ ამისთვის რამდენიმე თვე გვაქვს.” – აცხადებს პერესი COPE-სთან საუბრისას.
მადრიდული Marca-ს ცნობით, მხარეები თანამშრომლობას 2016 წლამდე გაახანგრძლივებენ.