ფეხბურთი

22:19 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეკანოიძის დუბლი და ზუგდიდელთა დრამატული მარცხი

მიმდინარე საფეხბურთო სეზონის მეორე ეტაპის - სათასო და ჩემპიონატის მატჩების მარცხით დაწყების შემდეგ, ზუგდიდელი ფეხბურთელები საკუთარი ქომაგების წინაშე რეაბილიტაციას, საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ შეხვედრაში შეეცადნენ. თავიდან ყველაფერი მასპინძელთა სასიკეთოდ წარიმართა და ამ სცენარით მიმდინარეობდა მეორე ტაიმიც, მაგრამ საკუთარ ნახევარზე დაშვებულმა შეცდომამ მატჩის ბედი საპირისპიროდ შეატრიალა.

თამაში ზუგდიდელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე პირველივე წუთებზე სტუმართა კარი აშკარა გოლისგან ძელმა იხსნა. ლევან წურწუმიამ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი, ირაკლი ეხვაიამ თავით მეტოქის კარისკენ გადაგზავნა და ბურთი ხარიხას გაარტყა.

რამდენიმე წუთში ლომიამ სტანდარტული სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ სომხიშვილმა ზუსტად ითამაშა.

სტუმრებიც ნელ-ნელა ამოქმედდნენ და უკვე ზუგდიდელთა კარისკენ დაარტყა სახიფათოდ კვასხვაძემ.

27-ე წუთზე ზუგდიდელებმა სტანდარტულიდან ანგარიში გახსნეს. ლუკა გუგუჩიამ ბურთი სტუმართა კარის გასწვრივ ჩააწოდა, მეტოქის ნახევარზე ირაკლი ეხვაიამ ყველას დაასწრო და თავური დარტყმით, „ჩიხურას“ კარის ბადე შეარხია.

გოლის გაშვებას სტუმრები არ დაუბნევია და უკვე მათ შექმნეს ხიფათი. ჯერ ლომაშვილმა გაიყვანა შორეული გადაცემით მეკარესთან პირისპირ კვასხვაძე, მაგრამ საჩხერელთა მეათე ნომერმა კარებს ააცილა, ხოლო ერთ წუთში   დეკანოიძე აღმოჩნდა ძაგანიას პირისპირ, თუმცა სტუმრებმა აქაც უზუსტოდ ითამაშეს.

პირველ ტაიმში ეს ორი ეპიზოდი იყო გამოკვეთილი სტუმართა მხრიდან, სხვა დასამახსოვრებელი იმერლებს არ შეუქმნიათ (მატჩის ბოლოს „ჩიხურას“ დამრიგებელმა სოსო ფრუიძემაც აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა პირველი ტაიმი ჩააგდო).

ზუგდიდელთა კიდევ ერთი შეტევა უძლიერესი დარტყმით გაბედავამ დაასრულა და სომხიშვილმა ნახტომში მოიგერია.

მეორე ტაიმიც მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და ზუგდიდელებმა ზედიზედ 3 კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს. სომხიშვილის კარს მცირედით ასცდა გუგუჩიას დარტყმული.

მეორე ტაიმის მე-5 წუთზე ისევ წურწუმია და ეხვაია აღმოჩნდნენ ყურადღების ცენტრში. წურწუმიას პასის შემდეგ ეხვაიამ კვლავ თავით დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა.

ამის შემდეგ ყველაფერი მასპინძელთა საპირისპიროდ დაიწყო. საჩხერელთა კონტრშეტევისას კირკიტაძემ ახლო მანძილიდან ააცილა.

66-ე წუთზე მასპინძელთა უკანა ხაზზე დაშვებული შეცდომით კარგად ისარგებლეს სტუმრებმა და ბესიკ დეკანოიძემ წონასწორობა აღადგინა. ამ გოლმა მასპინძელთა გუნდი მოშალა და სათამაშო უპირატესობას მთლიანად იმერლები დაეუფლნენ.

საჩხერელებმა, პირველ გოლს, ცოტა ხანში მეორეც მიაყოლეს - ამჯერად თავი ნიკა კვასხვაძემ გამოიჩინა. ამ ეპიზოდში კვასახვაძემ კირკიტაძესთან გაითამაშა კედელი, ასე აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ და მას ბურთის გატანა არ გასჭირვებია.

სათამაშო სურათის ასე განვითარებას ზუგდიდელები ნაკლებად ელოდნენ და ელგუჯა ქომეთიანი ვა-ბანკზე წავიდა. შეტევის ხაზი ზუგდიდელთა დამრიგებელმა, ტრავმის შემდეგ ოდნავ მომჯობინებული ფორვარდით ირაკლი ქობალიათი გააძლიერა, ხოლო შეხვედრის ბოლოსკენ, მან, წინა ხაზზე, მესამე თავდამსხმელი ლაშა კუკავაც გაამწესა, თუმცა ზუგდიდელები მარცხს მაინც ვერ ასცდნენ. მეტიც, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე საჩხერელებმა მესამე გოლიც მიითვალეს. ბურთი ზუგდიდელთა კარში ისევ დეკანოიძემ გაიტანა და დუბლი გაიფორმა.

ელგუჯა ქომეთიანი (“ზუგდიდის” მთავარი მწვრთნელი): „სამწუხაროა, რომ კარგად დაწყებული თამაში, ცუდი შედეგით დავამთავრეთ. მობილიზება არ დაგვიკარგავს მანამ, სანამ დასანან გოლს გავუშვებდით. თუმცა სტუმრებს გარჯას ვერანაირად დავუკარგავ და მათ ღირსეულ გამარჯვებას მივულოცავ.  ჩვენ კი სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და ვეცდებით, შემდეგი ტურებისთვის ყველა ის ხარვეზი გამოვასწოროთ. იმის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, რომ კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი შევკრათ“.

სოსო ფრუიძე („ჩიხურასმთავარი მწვრთნელი): „ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, რადგან ზუგდიდში თამაში ყველას უჭირს. ვაღიარებ, რომ პირველ ტაიმში ვერ დავლაგდით და თამაში ჩავაგდეთ, მაგრამ მეორე ნახევარში უფრო მიბილიზებულად გამოვედით და შეხვედრაც ჩვენს სასიკეთოდ დავასრულეთ. მინდა ჩემს ბიჭებს მადლობა გადავუხადო კარგი თამაშისთვის, ხოლო „ზუგდიდს“ წარმატებებს ვუსურვებ“.

ზუგდიდი - ჩიხურა 1:3 (1:0)

17 მარტი, ზუგდიდი, „განმუხური.ცენტრალური.

ზუგდიდი: ძაგანია, კანკია (კუკავა 86), აფაქიძე, აქუბარდია, რ. ონიანი, წურწუმია, სიხარულია, გუგუჩია (ხუბუა 70), ეხვაია,  შ. ლომია (ქობალია 76), გაბედავა

მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი 

ჩიხურა: სომხიშვილი, ოდიკაძე, საჯაია, რეხვიაშვილი, კაშია, დიღმელაშვილი, ლომაშვილი (გოცირიძე 66), ბოლქვაძე, კირკიტაძე (ძამსაშვილი 84), დეკანოიძე, კვასხვაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 ეხვაია (28), 1:1 დეკანოიძე (67), 1:2 კვასხვაძე (79) 1:3 დეკანოიძე (90+2)

გაფრთხილება: გაბედავა (24), ბოლქვაძე (38), გუგუჩია (66), ლომაშვილი (67), დეკანოიძე (77), კაშია (83), კვასხვაძე (88)

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

I-VI ადგილებისთვის 

დინამო (თბ) – დილა 0:0  

ზუგდიდი – ჩიხურა 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 ირაკლი ეხვაია (26), 1:1 ბესიკ დეკანოიძე (67), 1:2 ნიკო კვასხვაძე (80), 1:3 ბესიკ დეკანოიძე (90+2)

ზესტაფონი – ტორპედ 0:0

1     დინამო (თბილისი)    24    17   5 2 66:19 56  
2 დილა (გორი) 24 17 2 5 38:16 53
3 ტორპედო (ქუთაისი) 24 14 5 5 41:18 47
4 ჩიხურა (საჩხერე) 24 14 5 5 38:22 47
5 ზესტაფონი 24 11 5 8 31:22 38
6 ზუგდიდი 24 10 5 9 28:32 35

 

30 მარტი: დილა – ზუგდიდი, ტორპედო – დინამო (თბ), ჩიხურა - ზესტაფონი

VII-XII ადგილებისთვის

კოლხეთი – სიონი 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 თეიმურაზ ფარულავა (20), 1:1 აკაკი მიკუჩაძე (33, პენ), 2:1 შალვა კვანტალიანი (84)

დინამო (ბთ) – ვიტ ჯორჯია 2:0 (1:0)

გოლი: 1:0, 2:0 ბესიკ ჩიმაკაძე (40, 90 პენ)

მეტალურგი – მერანი 1:1 (1:1)

გოლი: 1:0 ზვიად ლობჯანიძე (20), 1:1 ლაშა კუჭუხიძე (39)

1   მეტალურგი (რუსთავი)   24 10 5 9 23:27 35  
2 მერანი (მარტვილი) 24 7 3 14 24:38 24
3 ვიტ ჯორჯია (თბილისი) 24 5 7 12 15:33 22
4 სიონი (ბოლნისი) 24 5 6 13 17:40 21
5 დინამო (ბათუმი) 24 5 4 15 25:47 19
6 კოლხეთი (ფოთი) 24 1 4 19 13:45 7

 

25-ე ტური

30 მარტი: მერანი – კოლხეთი, ვიტ ჯორჯია – მეტალურგი, სიონი – დინამო (ბთ)

მეგოლეები:

 18 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

 17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

 13 - საბა ლომია (“მერანი”)

 12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

 10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 7 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი” / “დინამო” თბილისი) 

 6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია” / “დინამო” ბათუმი),  რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის), ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”),  

5 - გიორგი ბერიაშვილი, გიორგი კუხიანიძე (2), ელგუჯა გრიგალაშვილი  (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე ("ჩიხურა")

4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), რომან ახალკაცი (“დილა” / “მეტალურგი”), ლაშა გვალია (1), ირაკლი მოდებაძე (2, ორივე - “დილა”)

3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი  (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი (“დილა” / “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი  (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”)

 2 – ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ორივე – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი (“ზესტაფონი” / “მეტალურგი”),  ლევან კუტალია (1,“ზუგდიდი” / “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1 “დილა” / “დინამო” ბათუმი), დათო კვირკველია (1,  “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა” / თავისუფალი აგენტი), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ელგუჯა ლობჟანიძე, ლაშა გაბრიჩიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

 1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი (“ზესტაფონი” / “დინამო თბილისი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ორივე – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე (“ზუგდიდი” / “დინამო” ბათუმი),  გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა (გუნდში აღარ არის), დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი (გუნდში აღარ არის), ვილი ისიანი, გიორგი ჭანკოტაძე (გუნდში აღარ არის), დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, აკაკი მიკუჩაძე (1) (ყველა - “სიონი”), გიორგი ჭედია (“სიონი” / ამჟამად უგუნდოდ), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე (“ტორპედო” / “დილა”), ვალერი კაციტაძე, მიხეილ გორელიშვილი, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”) ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“კოლხეთი” / “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, გოგი ფიფია, ზვიად ლობჯანიძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი)

 ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი,  გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

 -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

 -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.177079