ფეხბურთი

22:51 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეჟაგას მუნდიალზე თამაში სურს

 

,,ფულემის’’  ნახევარმცველ აშკან დეჟაგას აზრით, შესაძლოა, კლუბში არარეგულარულად თამაშმა ეჭვქვეშ დააყენოს მისი გამგზავრება მუნდიალზე. ამ თემაზე ირანელი Daily mirror-ს ესაუბრა.

,,ეს არის უმნიშვნელოვანესი სეზონი, მაქვს შანსი დამდეგ ზაფხულს ბავშვობის ოცნება ავისრულო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიასპარეზო, ამისთვის კი სათამაშო პრაქტიკა მჭირდება, აუცილებელია რეგულარულად და სტაბილურად ვთამაშობდე კლუბში’’ _აღნიშნა დეჟაგამ.

,,ამ თემაზე ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლუშ კეირუში გვესაუბრა, თითოეულ ფეხბურთელს აგვიხსნა კლუბში თამაშის აუცილებლობა, ვინაიდან უთამაშებელი და ფორმაში არმყოფი ფეხბურთელები ვერ შეძლებენ მწვრთნელის დავალებების სათანადოდ შესრულებას და ეს ფაქტორი ნაკრებს მიზნების შესრულებაში ხელს შეუშლის.’’

,,ასე რომ, თუ არ მექნება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, ბრაზილიაში გამგზავრების შანსი შემიმცირდება. იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო მიზნის მისაღწევად და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩემს შესაძლებლობებში დავარწუმო’’_აცხადებს ირანელი.

დეჟაგა კლუბში არსებულ კონკურენციასაც შეეხო.

,,რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ, ჩემს პოზიციაზე ძლიერი კონკურენტები მყავს, თუმცა ეს ფაქტორი, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება, ვინაიდან მუდმივ ტონუსში ვიქნები, მესმის რომ მოდუნების უფლება არ მაქვს. ასე რომ, საკმაოდ დიდი შრომა მაქვს გასაწევი”_დაასრულა დეჟაგამ.

 ამ სეზონში აშკან დეჟაგას პრემიერლიგის საწყისი 9 ტური კოჭის ტრავმის გამო გაუცდა, დაზიანება მან აპრილში ,,ქუინზ პარკთან’’ შეხვედრისას მიიღო და საკმაოდ დიდი დრო გაატარა ლაზარეთში. ,,ფულემს’’  ნომებრის დასაწყისში ,,მანჩესტერთან’’ შეხვედრისას დაუბრუნდა.

ერთი საინტერესო ფაქტი, 2006 წელს  დეჟაგა ბერლინის ,,ჰერტაში’’ ასპარეზობდა და  თბილისში მოუწია ჩამოსვლა, როცა უეფას თასის მეორე ეტაპზე ,ჰერტას’’ მეტოქე თბილისის ,,ამერი’’ იყო. მაშინ ის შეხვედრა ფრედ დასრულდა (2:2), ხოლო 20 წლის დეჟაგა სტუმართა განაცხადში იმყოფებოდა.

დიმიტრი შარიქაძე

 

0.110136