ფეხბურთი

13:53 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეფოც “ტორონტოში”

დიდი ალბათობით, ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდი ჯერმეინ დეფო კარიერას აშშ-ს კლუბ “ტორონტოში” განაგრძობს. Mirror-ის ცნობით, ინგლისელმა ამერიკელებთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახალ კლუბს ზამთრის სატრანსფერო სეზონში შეუერთდება.

დეფო 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის ძალითაც, მისი ყოველკვირეული ანაზღაურება 90 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება. “ტოტენჰემი” ფორვარდის სანაცვლოდ 6 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, დეფომ ლონდონელთა მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი მიითვალა.

 შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" ალბერტო ჯილარდინოს შეძენასაც გეგმავს.

0.14387