დღეს დასრულდა დედის დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი ბლიცში, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა.
აღნიშნულ ტურნირში 12 მანდილოსანი მონაწილეობდა. ყველაზე კარგი შედეგი სოფო გვეტაძემ და ნინო ხურციძემ აჩვენეს, რომლებმაც 5,5-5,5 ქულა დააგროვეს. უკეთესი კოეფიციენტით პირველ ადგილზე გვეტაძე, ხოლო 5,0 ქულით მე-3 ადგილზე სოფო ნიკოლაძე გავიდა. შემდეგი ადგილები ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა: 4. მირანდა მიქაძე (4,5); 5. სოფო გურამიშვილი (4,0); 6. ნინო ხომერიკი (4); 7. ანა კუჭავა (3,5); 8. ნათია ჯანჯღავა (3,0); 9. ნინო მელაშვილი (3,0); 10. მაია მუმლაძე (2,0); 11. მარიამ ჯავახიშვილი (1); 12. ქეთევან ხომერიკი (1).
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.