ჭადრაკი

19:11 | 5.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

დედის დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი მრავალშვილიანი დედის გამარჯვებით დასრულდა

ვერის ბაღში მდებარე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში, რომელიც 5 შვილის დედის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსის, სოფო ნიკოლაძის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 7 შესაძლბლობიდან ყველაზე მეტი - 5,5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვა.
5-5 ქულით II-III ადგილები სოფო ტერელაძემ და ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოფო ხუხაშვილმა გაიყვეს. უკეთესი კოეფიციენტით II ადგილი ტერელაძეს ერგო. აღნიშნული მოჭადრაკეები სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
დედის დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი ბლიცში შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 30-მდე მოჭადრაკემ მიიღო.
 

 

როლანდ ლაბუჩიძე

 

0.112991