კალათბურთი

13:39 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დედაქალაქის პირველობაზე აკადემია და შსს ნახევარფინალში გავიდნენ

საკალათბურთო აკადემიის დარბაზში თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი 2 მატჩი გიმართა, პარალელურად კი სტარტი აიღო მეოთხედფინალებმა და საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირმა.

“ბ” ჯგუფში ის 2 მატჩი გაიმართა, რომელიც 27 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო და საპრეზიდენტო არჩევნების გამო გადაიდო.

სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა “აკადემია 2”-ს მოუგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რამაც მედიკოსებს საქართველოს ჩემპიონატის საგზურთან ერთად, დედაქალაქის პირველობის მეოთხედფინალში თამაშიც გაუნაღდა. დამარცხებული აკადემიელები კი ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილზე გავიდნენ და საქართველოს ჩემპიონატზე გასასვლელი 2 საგზურისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ.

რაც შეეხებათ მეოთხედფინალებს, “აკადემიას” პირველმა გუნდმა იოლად დაამარცხა “მართვე” და ნახევარფინალში გავიდა. საუკეთესო ოთხეულში მოხვდა “შსს-აკადემიაც”, რომელმაც მეოთხედფინალში “კარდინალები” გაანდგურა.

საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ 2 მატჩში “არმიამ” “ნიკეა 3”-ს სძლია, ხოლო “მართვე 2”-მა “ჰიუნდაი 2”-ს მოუგო.

 

31 ოქტომბერი. აკადემია

ჰიუნდაი – ნიკეა-2   120:51

თსსუ – აკადემია-2   84:42

www.gbf.ge

0.152945