ლონდონის “არსენალის” მარჯვენა მცველი მატიე დებუში მიიჩნევს, რომ მისი წინამორბედის, ბაკარი სანიას შეცვლა იოლი არ იქნება.
სანიამ, “არსენალში” 7 წლის გატარების შემდეგ, კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა და “მანჩესტერ სიტის” მიაშურა. ლონდონელებმა, მის შემცვლელად, “ნიუკასლიდან” მატიე დებუში გადაიბირეს.
“მატიე ჩემი კარგი მეგობარია. ჩვენ ხომ საფრანგეთის ნაკრებში ერთად ვთამაშობთ. ის ძალიან მომწონს. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არა შაბათს.
სანიას შეცვლა ადვილი არაა, რადგან ის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდა. ჩვენი თამაშის სტილი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მის მიერ დაწესებული ზღვრის მიღწევა იოლი არ იქნება. თუმცა, მზად ვარ კლუბისთვის ყველაფერი გავიღო.” – აცხადებს დებუში.
შაბათს, 13 სექტემბერს, “არსენალი” და “მანჩესტერ სიტი” ერთმანეთს პრემიერლიგის მე-4 ტურში დაუპირისპირდებიან.