მსახიობი დებორა პირლო, რომელიც იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს მეუღლე გახლავთ, ნამეტანი ჭკვიანი ქალი გამოდგა. პირლოს ცოლს ბიზნესში იმხელა გაქანება აღმოაჩნდა, რომ თუკი იტალიელ ჟურნალისტებს დავიმოწმებთ, დებორას მიერ შექმნილი ფირმის წლიური ბრუნვა წელიწადში უკვე 100 მილიონ ევრომდეც კი ადის, რაც ევროპის ბიზნესის დიდი მასშტაბების გათვალისწინებითაც კი საკმაოდ დიდი ფულია.
დებორა პირლომ მეგობრებთან ერთად თავისი ფირმა სახელწოდებით: ”იტალია ჩვენ ვართ!” ჯერ კიდევ 2006 წელს დააარსა. ანდრეა პირლოს მეუღლის ფირმა თავიდან სხვადახვა სახის მზა პროდუქციის რეალიზებით იყო დაკავებეული და ამ გზით წელიწადში 10 მილიიონ ევროზე მეტი იშოვნა.
ამის შემდე კი, დებორას ბიზნესმა ფრთები გაშალა და სულ სხვა მასშტაბებზე გავიდა. ამჟამად პირლოს მეუღლლის ფირმას საკუთარი ტანსაცმლის ფაბრიკა და სამკერვალო სალონები აქვს და ამბიციური ფებორა ამაზე გაჩერებას სულაც არ აპირებს. რაც შეეხება დებორა პირლოს სამსახიობო კარიერას, ამაზე იტალიელი ნახევარმცველის ცოლი ჯერჯერობით არაფერს ამბობს და მსგავს საკითხებზე სავარაუდოდ არც მომავალში იღელვებს.