სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

21:49 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტანტმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო

ქალ მოჭადრაკეთა 71-ე ეროვნულ ჩემპიონატში მე-5 ტურის პარტიები გათამაშდა.

გამორჩეულ ინტერესს იწვევდა პარტია ეროვნული ნაკრების წევრების, ერთპიროვნულ ლიდერ ლელა ჯავახიშვილსა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ნინო ხურციძის მონაწილეობით, რომელიც ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩებოდა. დაძაბული შეხვედრა ყაიმით დასრულდა. ამ ტურში ეს ერთადერთი პარტია აღმოჩნდა, რომელიც ყაიმით დასრულდა.

აღსანიშნავია ასპარეზობის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის ნინო ხომერიკის კარგი თამაში, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მეორე პარტია მოიგო. ხომერიკმა ამჯერად თეთრებით მოთამაშე ანა კუჭავას აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ხომერიკი ტურნირში ასპარეზობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაუშვეს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის ვიცე ჩემპიონ სალომე მელიას ნაცვლად, რომელმაც ტურნირში მონაწილეობაზე უარი ოჯახური მდგომარეობის გამო განაცხადა.

მე-6 ტურში გამორჩეულ ინტერესს ნაკრების წევრების ნინო ხურციძისა და ბელა ხოტენაშვილის შეხვედრა იწვევს, რომლებიც ლიდერთა შორის იმყოფებიან.

მე-5 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

სოფიკო გურამიშვილი-მერი არაბიძე 0:1

სოფიკო ნიკოლაძე- სოფიო გვეტაძე 0:1

ანა კუჭავა-ნინო ხომერიკი 0:1

ინგა ხურცილავა-ნინო ბაციაშვილი 0:1

ლელა ჯავახიშვილი-ნინო ხურციძე 0,5:0,5

ბელა ხოტენაშვილი-ნანი უნაფქოშვილი 1:0

მე-6 ტურის შეხვედრათა განრიგი

არაბიძე-უნაფქოშვილი

ხურცილავა-ხოტენაშვილი

ბაციაშვილი-ჯავახიშვილი

ხომერიკი-ხურცილავა

გვეტაძე-კუჭავა

გურამიშვილი-ნიკოლაძე

 

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ

ჯავახიშვილი – 4,5

ხოტენაშვილი – 4

ხურციძე – 3,5

არაბიძე – 3

გვეტაძე – 3

ხომერიკი – 2,5

გურამიშვილი – 2,5

კუჭავა – 2

ბაციაშვილი – 2

ნიკოლაძე – 1

ხურცილავა – 1

უნაფქოშვილი – 1


სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113203