დაახლოებით სამ თვეზე მეტია, რაც ჩოგბურთელი დები უილიამსები ბოსტნეულის დიეტაზე არიან. სპორტსმენის მხრიდან დიეტაზე ყოფნაში უცნაური და წარმოუდგენელი არაფერია, მაგრამ როგორც ახლახანს ვინუს უილიამსმა აღიარა, დიეტა არა ფორმაში ყოფნის, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნების სურვილმა გადააწყვეტინა.
ვინუს უილიამსს სახსრების იშვიათი დაავადება აწუხებს და ზედმეტად კალორიულმა საჭმელმა მის ორგანიზმზე, შესაძლოა, დამანგრეველად იმოქმედოს. ვინუსი წყალსაც კი გამოზომილად სვამს და ნებისმიერი საკვების მიღება დიდ პრობლემად აქვს გადაქცეული.
მართალია, სერენა უილიამსს ვინუსის მსგავსი პრობლემები ჯერ არ აწუხებს, მაგრამ დის მხარდაჭერის მიზნით, გადაწვიტა თვითონაც ანალოგიურ დიეტა მიმართოს. მით უმეტეს, რომ სერენას დის ანალოგიური აღნაგობა აქვს და სახსრების დაავადების განვითარების ძალიან ეშინია.