ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ის ცნობით, მანჩესტერ "იუნაიტედმა" ლუი ვან გაალთან უკვე მიაღწია შეთანხმებას. როგორც ირკვევა, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი "წითელ ეშმაკებს" სათავეში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაუდგება.
გამოცემისვე ინფორმაციით, გლეიზერების ოჯახს და "მანჩესტერის" გენერალურ მენეჯერს ორი კვირის წინ ვან გაალთან საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ და შეთანხმებასაც სწორედ მაშინ მიაღწიეს. ჯერჯერობით უცნობია სამომავლო კონტრაქტის დეტალები.
62 წლის ჰოლანდიელი მწვრთნელისთვის "მანჩესტერი" მეხუთე კლუბი იქნება. ლუი ვან გაალი კარიერის განმავლობაში ამსტერდამის "აიაქსს", კატალონიის "ბარსელონას", ალკმაარს" და მიუნხენის "ბაიერნს" წვრთნიდა.
გიორგი ბალახაძე