ფეხბურთი

22:18 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე შილიო საოპერაციოა

იტალიური “მილანის” ახალგარზრდა მარცხენა მცველი მატია დე შილიო ოპერაციას საჭიროებს.

20 წლის მარცხენაფლანგელმა, მიმდინარე სეზონში, მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რისი მიზეზიც მუხლის ტრავმაა. იტალიური პრესის ცნობით, დე შილიო მტკივან ფეხზე ოპერაციას გაიკეთებს რის შემდეგაც, დაახლოებით 2 თვე იუქმებს.

სერია A-ს გასულ გათამაშებაში, დე შილიომ 27-ჯერ ითამაშა, აქედან 25-ჯერ ძირითად შემადგენლობაში. ახალგაზრდა ფეხბურთელის აქტივში 2 საგოლე გადაცემაა.

0.121243