ფეხბურთი

21:04 | 27.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე სანკტისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

36 წლის იტალიელმა მეკარემ მორგან დე სანკტისმა განაცხადა, რომ ის ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებს.

“იტალიის ნაკრებს ვტოვებ. გუშინ, საღამოს, ჯიჯი ბუფონს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ თამაშს კიდევ 10 წლის განმავლობაში აპირებს. ამის შემდეგ, კაპიტულაცია გამოვაცხადე.

როდესაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ვესაუბრებოდი, ვაცნობიერებდი, რომ ასპარეზის ახალგაზრდებისთვის დათმობის დრო იყო.

ახლა, შემიძლია კონცენტრაცია კლუბში თამაშზე გავაკეთო. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ასეთი დიდებული გუნდის დატოვება იოლი არ იყო.” – აცხადებს მორგან დე სანკტისი.

მორგან დე სანკტისი იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი 2005 წლიდან იყო. “სკუადრა აძურაში” მას 6 თამაში აქვს ჩატარებული.

0.123304