“რომას” ვიცე-კაპიტნის, დანიელე დე როსის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის, სავარაუდოდ, სერია A-ს მომდევნო ტურში, “ტორინოს” წინააღმდეგ ითამშებს.
დე როსიმ ტრავმა ორშაბთს, “ლაციოს” წინააღმდეგ გამართული ქალაური დერბის მე-2 ტაიმის დასაწყისში მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს მუხლის მყესები ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა. ცნობილი გახდა, რომ დე როსის მცირე ტრავმა აწუხებს და თავის დაზღვევის მიზნით, სამწვრთნელო შტაბმა მას 4 დღით დასვენების საშუალება მისცა.