“რომას” თავდამსხმელმა დანიელე დე როსიმ “კალიარისთან” ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში გუნდის მიზანზეც ისაუბრა.
“სამწუხაროდ ქულები დავკარგეთ, მაგრამ ახლა ამაზე ნერვიულობის დრო არაა. თავდასხმის ხაზში არანაირი პრობლემა არ არსებობს. ძალიან ბევრი საგოლე შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და პირველ ყოვლისა ამისთვის ვიბრძოლებთ. ამჟამად გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე ვართ და მეოთხე ადგილზე მყოფ გუნდს 6 ქულით ვუსწრებთ” – უთხრა დე როსიმ იტალიურ პრესას.