იტალური “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, შეიძლება ითქვას, რომ მისი გუნდის ლიდერის, ედინსონ კავანის “პარი სენ ჟერმენში” წასვლას ადასტურებს და ურუგვაელ შემტევს არცთუ დადებითად ახასიათებს.
“კავანის მხოლოდ ფული აინტერესებს.
იბრაჰიმოვიჩი კავანისთან ერთად არ ითამაშებს. მას შეჰპირდნენ, რომ გუნდიდან გაუშვებენ.
ლევანოდვსკი “ნაპოლიში” არ გადმოვა. ის კარიერას “ბაიერნში” ან “მონაკოში” განაგრძობს.” – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კავანი პსჟ-სთან კონტრაქტს ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს.