ფეხბურთი

14:49 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი ,,სტოკსა’’ და ,,ნიუკასლს’’ სურთ

 

,,მიონხენგლადბახის’’ ჰოლანდიელმა ფორვარდმა ლუკ დე იონგიმ კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ,,ბილდისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელმა დაადასტურა მის მიმართ დაინტერესება ინგლისური კლუბების მხრიდან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დაინტერესებულ კლუბებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ და ტრანსფერის გამოსყიდვაზე საუბარი არაა.

,,შემდეგ კვირაში  მე, ჩემი პირადი აგენტი და მამაჩემი კლუბის სპორტულ დირექტორ მაქს ებერლის შევხვდებით, საუბრის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ”, - აღნიშნა ჰოლანდიელმა.

,,ინგლისური კლუბებიდან დაინტერესება ნამდვილადაა. კერძოდ ,,ნიუკასლი’’ და ,,სტოკ სიტი’’ გამოთქვამენ ჩემი გადაბირების სურვილს, თუმცა როცა  მეკითხებიან, გადავალ თუ არა პრემიერლიგაში, ვპასუხობ, რომ სატრანსფერო პერიოდის დროს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება და ამჟამად ნამდვილად არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებ’’, - დაასრულა დე იონგიმ.

ლუკ დე იონგი 2012 წელს 10 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ,,ტვენტედან’’ გადაბარგდა გერმანულ კლუბში. ჰოლანდიაში მას მართლაც წარმატებული პერიოდი ჰქონდა, თუმცა ,,გლადბახში’’ ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. მის ანგარიშზე 44 შეხვედრაში გატანილი 8 გოლია, რაც ცენტრფორვადისთვის სახარბიელო მაჩვენებელი არაა. სწორედ ამის გამო ,,გლადბახში’’ გადასვლის შემდეგ დე იონგს ეროვნული ნაკრების ფორმა აღარ მოურგია.

დიმიტრი შარიქაძე

 

0.115846