"ნიუკასლის" ჰოლანდიელ ახალწვეულ სიმ დე იონგს, მარჯვენა ფეხის ტრავმა აქვს და "კაჭკაჭებს" გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარება.
"ნიუკასლის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის ექიმს ზუსტი დრო არ დაუსახელებია, თუმცა ჰოლანდიელის სარეაბილიტაციო პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს.
25 წლის შემტევი ინგლისურ კლუბს "აიაქსიდან" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. ჰოლანდიელმა უკვე მოასწრო სამი მატჩის ჩატარება: ორი პრემიერლიგაში, ხოლო ერთიც ლიგის თასის გათამაშებაში.
გიორგი ბალახაძე