ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური კლუბში 2017 წლამდე დარჩება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 43 წლის სპეციალისტმა ახალი კონტრაქტი გააფორმა.
“მე და ჩემი ოჯახი ამსტერდამში ბედნიერები ვართ. “აიაქსთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება ისაა, რაც მინდოდა. კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები იოლად, პრობლემების გარეშე წარიმართა. ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი. ჩემთვის, ეს ახალი გამოწვევა.” – აცხადებს ფრანკ დე ბური კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ.
ფრანკ დე ბურმა “აიაქსი” 2010 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ, ამსტერდამულ გუნდს ერედივიზიონი 3-ჯერ მოაგებინა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელის გადაბირების სურვილი “მანჩესტერ სიტის” სურდა და მოვლენების ამგვარი განვითარების წინააღმდეგი არც თავად დე ბური იყო, მაგრამ საბოლოოდ, მან “აიაქსში” დარჩენა გადაწყვიტა.