ფეხბურთი

23:22 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრეინე “ვოლფსბურგს” არ გამორიცხავს

ლონდონის “ჩელსის” 22 წლის ბელგიელი შემტეგი ნახევარმცველი კევინ დე ბრეინე კარიერის “ვოლფსბურგში” გაგრძელების წინააღმდეგი არაა. აღნიშნულ ინფორმაციას ფეხბურთელის აგენტი ავრცელებს.

“თუ კევინს ახალი გუნდის იანვარში მოძებნა მოუწევს, კლაუს ალოფსს (“ვოლფსბურგის” სპორტული დირექტორი) მივმართავთ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დე ბრეინე ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს – ეს სასჯელი არაა. ინგლისში, ასეთი რამ ხშირად ხდება.” – ციტირებს დე ბრეინეს აგენტის, პატრიკ დე კოსტერის სიტყვებს Goal-ი.

გასულ სეზონში, დე ბრეინე “ვერდერში” იყო განათხოვრებული. გერმანიაში წარმატებული სეზონის მიუხედავად, ინგლისში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ნდობა ვერ მოიპოვა.

0.118044